პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-სენაკის საკრებულოს ყოფილმა წევრმა კომპანია გააჩუქა და ტენდერებს ისევ იგებს

„ქართული ოცნებიდან” სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას კომპანია შპს „დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში ამჟამად შეცვლილი მონაცემებით მონაწილეობს. 2021 წლის ივნისიდან „დაგის” ახალი სახელი არის „მენათი” და მას ამ პერიოდში სენაკის მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 1,389,507 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს მიღებული, მათ შორის 416,614 ლარის ხელშეკრულება “მენათმა” 2022 წლის მარტში მიიღო, როცა სენაკის მერიის გამოცხადებულ  ტენდერში გაიმარჯვა....

სენაკის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლობის ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში, რეგიონული ტურის ფარგლებში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორი დევიდ ლი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას, მერის პირველი მოადგილეს, გრიგოლ ბარათურიას და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, თეონა ხუფენიას შეხვდა. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზე რეგიონული...

გაიმართა მორიგი აგროტური

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, პროექტის „აგროტური - ფერმერებისა და ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ თბილისში მორიგი აგროტური მოეწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აგროტურის ფარგლებში, ფერმერი და მეწარმე ქალბატონები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს შეხვდნენ. მათ ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილებები გაუზიარეს,...

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.  საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...

სენაკის მერი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს მასმედიის წარმომადგენლებს. "მასმედიის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს - ქართული ჟურნალისტიკის დღეს. მედიის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ქალაქი ამ მხრივაც გამორჩეულია - 1 მაისს, დაარსებიდან 99 წელი შეუსრულდება თითქმის საუკუნოვან მემატიანეს - გაზეთ ,,კოლხეთს'', რომელიც დღესაც ღირსეულად...

სენაკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 738 000 ლარია გამოყოფილი. დღეს, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციული ერთეულში - ზემო ჭალადიდში, თეკლათსა და...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

სენაკის მერმა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს - ანი ესართიას, საბა ხაბურზანიას, ლევან ჭანტურიას და მათ მენტორ მასწავლებელს, ტოლია (უტა) კილასონიას შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, ანი ესართიას და საბა ხაბურზანიას, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და...