დღეს, გურამ გაბესკირიას 76 წელი შეუსრულდებოდა

  • დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, სოხუმის მერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრს, გურამ გაბესკირიას, 76 წელი შეუსრულდებოდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.