სენაკის მერმა დედის დღე 3 მარტს მოვლენილი ახალშობილების დედებს მიულოცა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, დედის დღე, 3 მარტს მოვლენილი ახალშობილების დედებს, კლინიკა “სენამედში” მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

“გაზაფხულის შემობრძანებას და დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო დედებო. ეს დღე მინდა მივულოცო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს, მეუღლეებს, ჩვენს უხუცესებს, სენაკის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს, ყველა დედას, ჩვენს მრავალშვილიან დედებს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მანდილოსნებს, ჩვენს ქალაქში მცხოვრებ დევნილ ქალბატონებს.

დღეგრძელობას, ჯანის სიმრთელეს და ბედნიერებას გისურვებთ” – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.