სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში სენაკის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო

  • ფოთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური ეტაპი დაიწყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული კალენდრის მიხედვით, შეჯიბრება გაიმართა 3×3 კალათბურთში, როგორც გოგონათა, ასევე, ვაჟთა შორის.

სენაკის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულებმა – პირველი საჯარო სკოლის გოგონათა და მეორე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებმა.

გოგონათა გუნდმა – მესამე, ხოლო ვაჟთა გუნდმა – მეორე ადგილი მოიპოვეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემდეგი თამაში, მაგიდის ჩოგბურთში, აბაშაში, 11 მარტს გაიმართება.

სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით, ვაჟთა შორის ახალსოფლის საჯარო სკოლა იასპარეზებს.