ლეძაძამეში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში 5 დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. სამეგრელო-რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გარესამყაროსთან საავტომობილო მოძრაობის გარეშე დარჩენილი 76 ოჯახი ახალი ხიდით ისარგებლებს. ამავე უწყებების...

ლეძაძამეში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის აწყობა დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში გუშინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის აწყობა უკვე დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, დროებითი ხიდის კონსტრუქციის აწყობა მინდონარეობს. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სენაკის მერთან ერთად გაეცნო....

სენაკში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმებმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები და ღელეები, ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადიდებულმა ტეხურმა წაიღო ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია. ამ წუთებში, სტიქიის ზონაში,...

გარდაიცვალა თემურ ფოჩხუა

გარდაიცვალა სენაკის საპატიო მოქალაქე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კვალიფიციური ექიმ-კარდიოლოგი თემურ ფოჩხუა.

კოტიანეთის საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სენაკში, კოტიანეთის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 36 777 ლარი შეადგინა. უწყების ცნობით, სენაკის თითქმის ყველა სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია. თეკლათის საჯარო სკოლაში სრულად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობის ქსელი. მიმდინარეობს ნოსირის საჯაროს სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. უახლოეს პერიოდში იგეგმება მესამე საჯარო სკოლის...

სამუსიკო სკოლის დარბაზში გამართული საღამო მიეძღვანა მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და...

სენაკში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო “მადლობა, მასწავლებელო” გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო - "მადლობა, მასწავლებელო!..“ ღონისძიებას ადგილობრივი თვითთმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სანახაობრივად დატვირთულ საღამოზე მონაწილეობა გმირის სახელობის სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა. „სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა საშუალება კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი წინასწარი შედეგები.  ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა....

ცესკო-სენაკში ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 21,1%-ია

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 21,1%-ია, რაც 486 ხმაა. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის: 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 101-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი, სულ რეგისტრირებულია 2 307 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ იღებენ....

ლაშა კუჭავა-სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან

სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან და მასში მონაწილეობას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იღებს,- ამის შესახებ საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლაშა კუჭავამ სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდსა და თეკლათში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. „ეს არჩევნები გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონში პირდაპირ წერია, რომ 6 თვის განმავლობაში თუ არ შეიკრიბა...