საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების შემდეგ, პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსახლეობა კეთილმოწყობილი, განახლებული გზით ისარგებლებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 397 286 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პარალელურად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საოდიშარიოს უბნის გზის რეაბილიტაცია;
მუნიციპალური აიპების – ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების რებილიტაციის პროცესი;
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები – ქალაქად, ორ ლოკაციაზე;
დამცავი ჯებირები ეწყობა ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელ გზაზე;
ქალაქად, ცერცვაძის ქუჩის მეორე ჩიხში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.