სენაკში საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები, 7 თებერვლიდან დაიწყება

  • სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები, 7 თებერვლიდან დაიწყება.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპროექტო წინადადებების მიღება შეწყდება შესაბამის დასახლებაში, დასახლების საერთო კრების ან მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვის თარიღამდე, სამი დღით ადრე.

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება იწარმოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.