სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, მიმდინარეობს დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის პირველი, მეორე და მესამე სართულების, სხვადასხვა სივრცეების რეაბილიტაცია.

ეწყობა ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, იგეგმება საკონცერტო დარბაზის სკამების ახლით შეცვლა.

რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 279 977 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში განხორციელდა სცენის დემონტაჟი და შეიცვალა ახლით, მოეწყო სასცენო განათების სისტემა და ჩატარდა სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში ასევე დასრულდა ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის შენობა 34 წლიანი ისტორიის მქონე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც 300-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.