სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სმაინისტრო ავრცელებს. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას, ოთხი წლის ვადით, 1 მარტიდან დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ნიკოლავა დღემდე არასოდეს ყოფილა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი...
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სენაკში წიგნის მსოფლიო საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
სენაკში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა, ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული თემატური ღონისძიება. სენაკის მუნიციპალიტეის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული თეატრიის ,,ფიროსმანი“ ნორჩმა მსახიობებმა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება წარმოადგინეს.
სენაკში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ელიავას ქუჩაზე, აშენდება ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, კომფორტული და კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი, ორსართულიანი სააღმზრდელო დაწესებულება - მესამე საბავშვო ბაღი. უწყების ცნობით, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ბაღს მუნიციპალური განვითარების ფონდი...
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 5 397 პირი და გარდაიცვალა 30 პაციენტი. გუშინ საქართველოში 64 412 ტესტი ჩატარდა.
სენაკში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 62 პროექტი განხორციელდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 62 პროექტი განხორციელდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 32 000 ლარი გამოიყო. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისულაში, საჟვანიოს უბანსა და სოფლის ცენტრში მოეწყო გარე განათების სისტემა, სოფელ ახალსოფლის ცენტრში - ატრაქციონი, საგადელიოს უბანში რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირი. უწყების ცნობით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“...
50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. “გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“,...
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯერ კიდევ არ ჰყავს
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო. მიზეზი ამჯერადაც კვორუმის არარსებობაა. სხდომას არ ესწრებოდნენ "საქართველოსთვის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში- გოლასკურში, ზემო ჭალადიდსა და ხორგიშში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. უწყების ცნობით, აღნიშნული სოფლები სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობდნენ, თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირი იყო დაზიანებები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული...