არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა ჩვენი თანამემამულეა, სენაკელების ერთ-ერთი სასახელო შვილი. ვიკიპედია ამბობს, რომ „არნოლდ ჩიქობავა-ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 1898 წელს სოფ. საჩიქობავოში (სენაკის მუნიციპალიტეტი). 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო...
კლინიკა “სენამედში” 12 კოვიდპაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება – 129 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 21 მოქალაქე. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 12 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
22 ივლისიდან, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ახალი ერა იწყება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 22 ივლისს, ოთხ საათზე, სენაკის სავიზიტო ბარათი და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი 140-ე სეზონს განახლებულ თეატრში გახსნის და შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს. "არქიტექტორ ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის პროექტით 1953-59 წლებში აშენებული ულამაზესი თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სენაკის კულტურული ცხოვრების ჭეშმარიტი კერა იყო....
განსაკუთრებული საჭიროების მქონე 65 ოჯახს სასურსათო ნობათები გადაეცათ
დღეს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები - ვახტანგ ყოლბაია, თეიმურაზ მჟავია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ...
“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება. “pfizer”-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! – ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა
„ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „კავკასია“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ. ტელეკომპანიების ეთერებში იმ ჟურნალისტთა სია ჩანს, ვისაც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს თავს დაესხნენ, დაშავდნენ და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს.
პრეზიდენტმა 8 სამხედრო მოსამსახურე მხედრული მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედლით მხედრული მამაცობისთვის 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა სენაკში, ქართული კონტიგენტის მიერ სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთოშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი საქართველოს თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი.
ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში
სენაკის სოფელ ბეთლემთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. გარდაცვლილებს შორის 7 წლის ბავშვია. დაშავებულია ორი პირი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სენაკელი მოჭიდავეების წარმატება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელი, სენაკელი ფალავანი, გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია. ქალაქის გამორჩეულმა სპორტსმენმა, სენაკელმა ფალავანმა, ლუკა ოჩიგავამ კი - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სუსი-ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, "გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი. მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები...










