საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2990 პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ, საქართველოში 37 717 ტესტი ჩატარდა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა – 220, იმერეთი – 498, ქვემო ქართლი – 194, შიდა ქართლი – 279, გურია – 71, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 272, მცხეთა-მთიანეთი – 93, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.