საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 914 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 147, შიდა ქართლი – 90, გურია – 56, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155, კახეთი – 286, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.