სამეგრელოში დამატებით 26 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში დამატებით 26 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაო ჩატარდება.

განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, აბაშის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ხობის მუნიციპალიტეტში: პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი ხორგა, ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური, საალანიო-საფაჩულიო.

სენაკი: მუხური-ხორგიში, გოლასკური, რეკა ეკი, შრომისკარი, საადამიო, საგუნიო, საცხვიტიო,მარტვილის მუნიციპალიტეტში: გაჭედილი, ტალერი, ეწერი.

აბაშის მუნიციპალიტეტეი: ქოლობანი, ბულვანი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: დიდინეძი, ორულუ.

ჩხოროწყუ – ზუმი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2012 წლიდან ამ დრომდე სულ გაზიფიცირდა 108 დასახლებული პუნქტი (სოფელი და ქალაქი). აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირდა ისეთი მუნიციპალიტეტები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდშიც არ მიეწოდებოდათ ბუნებრივი აირი. მათ შორის: წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.