ხვალ სენაკში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

24 თებერვალს, 14 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ა(ა)იპ „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი“ წარმოადგენს პროექტს - "ქართული კულტურა საბჭოთა ოკუპაციის პირისპირ". პროექტის ფარგლებში გაიმართება რეჟისორ გვანცა მეფარიშვილის დოკუმენტური ფილმის - "სანდრო ახმეტელი 135" ჩვენება.მხატვარ გია გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენა: „ქართული კულტურა საბჭოთა ოკუპაციის...

სენაკის საპატიო მოქალაქეებს ემელიანე ადამიას და მურმან ჯინორიას იუბილე მიულოცეს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, ქალაქ თბილისში, სენაკის საპატიო მოქალაქეებს, მსოფლიოში აღიარებულ გამოჩენილ მხატვარ-ფერმწერს, მწერალ ემელიანე (რეზო) ადამიას - მხატვრის სახელოსნოში და ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, მხატვრული კითხვის დიდოსტატს, მურმან ჯინორიას - რუსთაველის ეროვნულ თეატრში ესტუმრა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა...

საკვირაო სკოლა სენაკში წარმატებით დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერითა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ქ. სენაკში მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული 30-მდე ახალგაზრდისთვის საკვირაო სკოლა წარმატებით დასრულდა. აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ დევნილთა სამინისტროს...

“ოცნებამ“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. “დღეს, ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას....

29 აპრილს სენაკში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, ...

სენაკში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს-მერია

სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეციალური ტექნიკა და ა(ა)იპ "სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი". ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.

სენაკში შეხვედრა გაიმართა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში მორიგი სწავლება ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე...

26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ფოტომარათონზე გელოდებათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....

სენაკში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი. სენაკის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთო კრებები, გეჯეთის, ნოსირისა და მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართული შეხვედრებით დასრულდა. განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია...

სეისმური მონიტორინგის ცენტრი-მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია. “თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე,...