თეა დარჩიამ, ცეკვის სტუდია “თედასთან” ერთად, შეხვედრა-კონცერტი გამართა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, სუხიშვილების პრიმა მოცეკვავემ და სოლისტმა, თეა დარჩიამ, ცეკვის სტუდია “თედასთან” ერთად, შეხვედრა-კონცერტი გამართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სცენაზე, მოცეკვავემ, “თედასელებთან” ერთად, “როკვით განფენილი გენიის” ნამდვილი დღე სასწაული მოაწყო.

“სენაკი არტ-ფესტივალი 2023’’, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ხელოვნების აკადემიის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი.