ჭავჭავაძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი.

ჭყონდიდელის ქუჩიდან გაზის ყოფილ ტრესტამდე, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 244 824 ლარს შეადგენს.