საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის...
სენაკში მთის კალთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში, მთის კალთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ქუჩაზე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. უწყებიც ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 197 000 ლარს შეადგენს და შპს ,,დინ გრუპი" ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუიჩია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ
დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...
საბავშვო და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა სიმბოლური საჩუქები მიიღეს
სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის სასკოლო ასაკის 372-მა აღსაზრდელმა, მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, სიმბოლური საჩუქრები მიიღო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა, ვახტანგ გადელიამ, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სექტორის ყველა თანამშრომელს, გაწეული დაუღალავი შრომისა და ნაყოფიერი სააღმზრდელო წლისთვის, მადლობა გადაუხადა. აღსაზრდელებს სამახსოვრო ალბომები და...
სენაკში წყალმოვარდნის შედეგად მოტანილი შლამისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეზოებისა და სახლების დასუფთავებისა და წყალმოვარდნის შედეგად მოტანილი შლამისგან გაწმენდის სამუშაოებში, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან, მოხალისეები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ჩაერთნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალელურად, მუნიციპალური სამსახურების მიერ, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ორი დღის წინ, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკში, ქალაქის...
სტიქიამ ყველაზე მეტად სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სტიქიამ ყველაზე მეტად სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა. "სენაკში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, მოხალისეები. შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც ითვლიან სტიქიისგან მიყენებულ ზარალს."-აღნიშნა გუბერნატორმა. https://www.youtube.com/embed/mwZg9gyeWOI ინფორმაციისთვის: გუშინ, ინტენსიურმა ძლიერმა წვიმამ მწვავე პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და...
სენაკში წვიმის შედეგად დაბინძურებული ლოკაციები წესრიგდება-მერია
სენაკში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვისგან დაბინძურებული და შლამისა და ინერტული მასალისგან ჩახერგილი ლოკაციები წესრიგდება. სტიქიის ადგილზე იმყოფება სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. მობილიზებულია მერიის სამსახურების წარმომადგენლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებიან მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში. მუშაობს მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვისა...
სენაკში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში სტიქიის ზონაში გაქმენდითი სამუშაოები ხორციელდება. უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა. წყალმოვარდნების შდეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები...
სენაკში “მომავლის ხმების” კონცერტი გაიმართა
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სალოტბარო სკოლების ფესტივალის ,,მომავლის ხმები" ფარგლებში, კონცერტი გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობა სენაკის, წალენჯიხის, საჩხერეს, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურის, ახალციხის, ფოთისა და ქობულეთის სალოტბარო სკოლების 150-მა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო...
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....