საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 264 219 ლარს შეადგენს.

უწტების ცნობით, პარალელურად, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში, შიდა საუბნო გზაზე, ასევე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.

სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს შეადგენს.