სენაკში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

  • მედიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია კიდევ რამდენიმე კორპუსი.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ბრიგადები.