მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

სენაკში ტრენინგი ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება” ჩატარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გაეროს (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის - ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება" ფარგლებში, ტრენინგი მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგს ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, რომლებიც ნარჩენების მართვის გეგმებზე მუშაობენ, ასევე საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები. პროექტის...

სენაკელმა ელგუჯა გვასალიამ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო

ვეტერანი სპორტსმენი, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებული მწვრთნელ-მასწავლებელი, ელგუჯა გვასალია, ათენში გამართული ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ელგუჯა გვასალიას ძიუდოში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში. ვეტერან სპორტსმენს,...

სენაკში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

პირველი ივნისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით ჩატარდა. სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან...

სენაკის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმია საკრებულოს ტოვებს

სენაკის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმია საკრებულოს ტოვებს. მედიის ინფორმაციით, მან საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით დღეს მიმართა.

სენაკში, ვახტანგ მეფის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ სენაკში, ვახტანგ მეფის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ძველი, გაუვალი საფარი, ასფალტის ახალი საფარით იცვლება. უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რეაბილიტაცია ასევე უტარდება წყალმომარაგების სისტემას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 70 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 265 386 ლარს შეადგენს. სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები...

სენაკის ხელოვნების ფესტივალისთვის მოსმენის მორიგი ეტაპი გაიმართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტში, სენაკის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მუსიკალური მიმართულების მოსწავლეთა მოსმენა-დათვალიერების მორიგი ეტაპი გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალი სენაკის მუნიციპალიტეტში, 25 მაისს, გალა-კონცერტზე გაიმართება.

“კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”

პროექტის - "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ილესმა, შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამცავი ნაგებობისა და მდინარე ცივის კალაპოტის...

მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. „სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის...

სენაკში მუზეუმების საერთშორისო დღე აღინიშნა

მუზეუმების საერთაშორისო დღე, რომელიც, ტრადიციულად, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტორულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ციხე-გოჯის ისტორიულ ტერიტორიაზე იმართება, მრავალფეროვანი ღონისძიებებით დასრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრ "ფიროსმანის’’ მსახიობების მონაწილეობით, წარმოდგენილ იქნა ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლ-კომპოზიცია ,,განდეგილი’’. რეჟისორი - ვეფხვია გორგოძე. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყო „ფოტოზონები“, პოეზიის...