“კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”

  • პროექტის – “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ილესმა, შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამცავი ნაგებობისა და მდინარე ცივის კალაპოტის 2,180 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარლგებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, პრეზენტატორებმა – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ანი ბუკიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დალი ქაჩიბაიამ, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელმა, თამარ მალანიამ, პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, ამ მიმართულებით, სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ვიზიტი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, კლიმატის ცვლილების და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გამართული ტრენინგით დასრულდა.