პირველი იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 415 ლარი გახდება

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია პირველი იანვრიდან 415 ლარი გახდება. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    “მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი.”-განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.