სენაკში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

  • პირველი ივნისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით ჩატარდა.

სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ორგანიზებით, კოლხურის ოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენის შემდეგ, მოეწყო კოსტუმირებული მსვლელობა წითელ ხალიჩაზე.

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა და სახეზე ხატვა მოეწყო.

ამფითეატრის სცენაზე გაიმართა კონცერტი, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დილიდან, ქალაქის ცენტრალურ სკვერში საბავშვო გასართობი ატრაქციები და ფოტოზონები მოეწყო;

პირველი ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, დასკვნითი კონცერტით დასრულდა.