სენაკში, ვახტანგ მეფის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ქალაქ სენაკში, ვახტანგ მეფის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ძველი, გაუვალი საფარი, ასფალტის ახალი საფარით იცვლება.

უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რეაბილიტაცია ასევე უტარდება წყალმომარაგების სისტემას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 70 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტის ღირებულება 265 386 ლარს შეადგენს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს და ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

+4