ნიკოლოზ გრიგოლიას და ლუკა იოსავას წარმატება

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები - ნიკოლოზ გრიგოლია და ლუკა იოსავა, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის პირველი პრემიის მფლობელები და ლაურეატები გახდნენ. სენაკის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაურეატის წოდება და მეორე პრემია მოიპოვა მარიამ გარუჩავამ, ანასტასია ჩარკვიანს და მარიამ კიკვილაშვილს კი - წილად ხვდათ მესამე პრემია და...

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სენაკში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 62 მორი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 37 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების მეორე ფაქტიც სოფელ ფოცხოში...

დღეს სენაკში ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

დღეს, 30 აპრილს, 18:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო. კომპოზიტორი მაყურებლის წინაშე წარდგება მომღერლებთან - ზურაბ კობეშავიძესთან და ტატო გოდერძიშვილთან ერთად და შეასრულებს ცნობილ მუსიკალურ ჰიტებს. დასწრება თავისუფალია.

სენაკის ტექნოპარკში, იდეების ფორუმი გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში, იდეების ფორუმი გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმს - ,,გაკვეთილი, რომელიც შთაგვაგონებს“, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად დაესწრო. იდეების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 16 საჯარო და კერძო სკოლის 36-მა პრეზენტატორმა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული სასწავლო...

1 მაისამდე გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....

ანსამბლ „ოდოიას“ ფონდის პრეზენტაცია გაიმართა

სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ანსამბლ „ოდოიას“ ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა მუზეუმის სპეციალისტმა, დამირ კუჭავამ. პრეზენტაციის იდეა ეკუთვნის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკს, ლალი გულუას. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ანსამბლის დაარსების ისტორიასა და მიღწევებზე.

ანანო კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სენაკელმა სპორტსმენმა, ანანო კინწურაშვილმა, სამბოს ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

25-27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში: 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა...

მარიამ სიჭინავა სამბოში ევროპის ჩემპიონია

სენაკელი სპორტსმენი, მარიამ სიჭინავა, სამბოში ევროპის ჩემპიონია. მარიამმა, სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 59 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, მარიამ სიჭინავა, ასევე გახდა სამბოში საქართველოს ჩემპიონი.