აიიპ “სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფერმერთა საკონსულტაციო საბჭო” შექმნილია სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ლიდერი ფერმერების, კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან. საბჭო მიზნად ისახავს ფერმერთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული სიახლეების, ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას ფერმერთა საქმიანობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად. აიიპ ” სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფერმერთა საბჭო” ოფიციალურად დარეგისტრირდა. ელ-ფოსტა: agrosamegrelo2021@gmail.com ტელ: +995...
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. უწყების ცნობით, 2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა...
სასახლის ახალი პროექტები ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეიქმნა ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს სალომე გარდავა. განყოფილების წევრები არიან: თეკლა ჯღარკავა და ირაკლი ჯიქია. სალომე გარდავა: „-თავიდან ვსწავლობდი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში, შემდეგ ეროვნულში. ჩავირიცხე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. პროფესიით კულტურული ტურიზმის მენეჯერი ვარ. თბილისში ყოფნის დროს, ვმუშაობდი...
სენაკში ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე აღნიშნეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით, სახალისო და სანახაობრივად მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა და ამავე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ....
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი გუბერნატორი გიორგი გუგუჩია წარადგინა. “გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიდან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.
საქართველო პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. “სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი...
პირველი ივნისიდან რესტორნები სრული დატვირთვით იმუშავებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ....
სენაკში ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
დღეს, ქუჯის ისტორიულ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმისა და შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სენაკის სახალხო ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღეები აღინიშნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კოსტუმირებული მსვლელობა ციხე-გოჯში, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით - სიმბოლურად, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ...
სენაკში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებულმა რ.გ.-მ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა უკანონოდ...
მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....










