სენაკში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

დღეს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ყველა ქალაქში გამართულ ლოცვით მსვლელობას და პარაკლისს, სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვას, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლად ერთად, ადგილობრივი...

სენაკში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ისა და პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ სენაკში, სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება. 13:30 საათზე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბება მრევლი. მსვლელობა დაიწყება წერეთლის ქუჩიდან, ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით. მსვლელობის შემდეგ, ეპარქიის...

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ‘თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება....

“გოგალაიმ” შემოქმედებითი საღამო გამართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა "გოგალაიმ", შემოქმედებითი საღამო გამართა. საღამო კვირაცხოვლობის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულებს მიეძღვნა. ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სენაკის...

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად და ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი ყვავილებით შეამკო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების...

ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი,...

მერიამ, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს, სააღდგომო ნობათები გადასცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს, სააღდგომო ნობათები გადასცა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო კალათა 10 სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 11 000 ლარამდეა. ცენტრის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა...

გაზეთ “კოლხეთს“ 101 წელი შეუსრულდა

გაზეთ "კოლხეთის“ დაარსების 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, გაზეთ ,,კოლხეთის’’ მთავარ რედაქტორს, ნინო სართანიას, ცენტრის დირექტორის მოადგილეს, გაზეთის რედაქტორს, მედეა ბაღათურიას, კორესპონდენტებს: მაია გერგაიას, გიორგი გარუჩავას, ბუღალტერს, რედაქციის უხუცეს წევრს, ჟულიეტა ჩაჩიბაიას შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის...

საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ

28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავროს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის...