დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს - ანი ესართიას, საბა ხაბურზანიას, ლევან ჭანტურიას და მათ მენტორ მასწავლებელს, ტოლია (უტა) კილასონიას შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, ანი ესართიას და საბა ხაბურზანიას, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და...
სენაკელ ფალავანს ფულადი ჯილდო გადასცეს
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, 20 წლის სენაკელ ფალავანს, გიორგი ჩხიკვაძეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის მოპოვებული ტიტული მიულოცა. ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სენაკელ ჩემპიონს ფულად ჯილდოს გადასცემს. ჩემპიონთან ერთად სენაკის მერი მის მწვრთნელებს - ამირან დავითაიას და ვალერი მურღულიას შეხვდა....
სენაკელი მოჭიდავე ევროპის ორგზის ჩემპიონია
სენაკელმა ფალავანმა, გიორგი ჩხიკვაძემ, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალოსანი საქართველოდან.
ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს
სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა, სენაკის მერის მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო. ჟიული შარტავა დღეს 78 წლის გახდებოდა, ის 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს...
სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალ საბავშვო და ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
სასწავლო პროცესი განახლდა ახლადრეაბილიტირებულ №1 ბაგა-ბაღში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სააღმზრდელო, სასაწყობე ოთახებს, სველ წერტილებს, გარე ფასადს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოიცვალა ფანჯრები, განხორცილედა საკონცერტო დარბაზის კეთილმოწყობისა და სამზარეულო შენობის გადახურვის სამუშაოები. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სასწავლო პროცესი...
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები. “გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების...
ვახტანგ გადელია- ჩემი სოლიდარობა ჩვენს უკრაინელ ხალხს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ვახტანგ გადელიამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის მიმართ და გულწრფელი სოლიდარობა გამოვუცხადო უშიშარ, საკუთარი ქვეყნისათვის თავდადებულ უკრაინელ ხალხს. თვალყურს ვადევნებ უკრაინაში მიმდინარე უმძიმეს მოვლენებს, რაც მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს! ჩემი სოლიდარობა ჩვენს უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით მინდა...
უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყოფა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ...
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კაჭარავა აირჩიეს
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კაჭარავა გახდა. მას მხარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობდა საკრებულოს 17 წევრი. პროცესში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების" წევრებს.
სასწავლო დაწესებულებებში კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში-სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში-უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. უწყების ცნობით, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. „როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე...