სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები-მერია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები. ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ქალაქში მიმდინარე სამუშაოებს - ღელე ფიცუ 2-ის ამოწმენდა ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე - თავისი შენაკადებით, ეცნობა. სამუშაოების ღირებულება 48 336 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის, სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ...

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. "ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შეიქმნა სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა...

რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე პროექტები დასრულების ეტაპზეა

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი დასრულების ეტაპზეა. სენაკის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამფითეატრი ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე გახდება, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს. პროექტის ღირებულება 48 223 ლარს შეადგენს. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის პროექტი.

სენაკში გაიმართა შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან

სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG), საერთაშორისო ორგანიზაცია - World Vision საქართველოს წარმომადგენლობის, ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან - ახალგაზრდული მიმართულებით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრეზენტატორებმა საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG) დირექტორმა, დიმა...

სენაკში ქართული სიმღერის საღამო გაიმართება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 20 ნოემბერს, 19 : 00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის - "ქართული მუსიკა რეგიონებს“ ფარგლებში, ქართული სიმღერის საღამო გაიმართება. დასკვნითი საღამო - ცნობილი ქართველი შემსრულებლების: ნეკა სებისკვერაძის, დავით ნოზაძის, აჩიკო ნიჟარაძის, ნათია...

“ადგილობრივი თემების ინფორმირებულობა და ჩართვა საძოვრების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესებში“

დღეს, სასტუმრო "ვერსალის“ საკონფერენციო დარბაზში, პროექტის "ადგილობრივი თემების ინფორმირებულობა და ჩართვა საძოვრების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესებში“, ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - გარემოსდაცვითი გლობალური ფონდის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში,...

სენაკის ბაგა-ბაღებში “შემოდგომის ზეიმის“ კვირეული მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღებში "შემოდგომის ზეიმის“ კვირეული მიმდინარეობს. აქტივობებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი, ალექსანდრე ჯანჯღავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან...

სენაკში 53 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის, 53 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას საენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტან გადელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტს - სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ღირებულება...

“არა – ფემიციდს!”

სენაკის რაიონულმა პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის - ,,არა - ფემიციდს!" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულის პრევენცია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას, აშშ-ის საელჩოსა და გაეროს...