საქართველოს უნივერსიტეტის ღია კარის დღე სენაკში

  • ღია კარის დღე და ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სენაკში 22 თებერვალს ჩატარდა.

ღონისძიებას სენაკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების 81 უფროსკლასელი და აბიტურიენტი ესწრებოდა.

ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. მონაწილეებს დაურიგდა საჩუქრები და გათამაშდა სხვადასხვა პრიზები.

საქართველოს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში გეგმავს ღია კარის დღეებს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სხვადასხვა ქალაებში.