საკვირაო სკოლა სენაკში წარმატებით დასრულდა

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერითა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ქ. სენაკში მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული 30-მდე ახალგაზრდისთვის საკვირაო სკოლა წარმატებით დასრულდა.

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საკვირაო სკოლის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები – არაფორმალური განათლების, STEM-ის, ისტორიის და სამოქალაქო განათლების მიმართულებით.

საკვირაო სკოლა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამის – „დევნილთა მომსახურების ცენტრების“ ფარგლებში მოეწყო. სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები უფასოდ ჩაერთნენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში.

სკოლის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი – სალომე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – კოტე ბასარია ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს და მასწავლებლებს სერტიფიკატები, ასევე, სკოლა-გიმნაზიის ბაღს საჩუქრები გადასცეს.