საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ნოქალაქევის ციხე-გოჯში, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი” მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით ,,ქართული საგანძური" წარდგა. საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...
სენაკში საახალწლო ღონისძიებები 13 იანვარს გაიმართება
საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში, საახალწლო ღონისძიებები 13 იანვარს, 17:00 საათზე ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება. • 17:00-21:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი • 17:00 –...
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. უწყების ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა. “სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან გიორგი...
განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიური ტემპით გრძელდება-მერია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიური ტემპით გრძელდება. დასრულებულია ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, რომლის შედეგადაც აღმოიფხვრა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე ათწლეულების მანძილზე, მოუწყობელი საგზაო ინფრასტრუქტურის სახით არსებული პრობლემა. სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 493 353 ლარი შეადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა-მერია
სენაკის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი განახლებული, კეთილმოწყობილი გზა შეემატა - ბორნისკენ მისასვლელი გზა, რომელიც, ასევე, ერთმანეთთან ორ ადმინისტრაციულ ერთეულს - ზემო ჭალადიდსა და ქვალონს დააკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი...
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...
სენაკში სტარტი აიღო “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023”-მა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერითა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის" სენაკის მუნიციპალურმა თამაშებმა, სადაც გეზრბენში (ამანათრბენში) გოგონათა შორის გამარჯვებული ნოსირის საჯარო სკოლა გახდა, ხოლო ვაჟთა შორის -...
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა
რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ...