სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარს მიიღებენ

  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.

უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია.

გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.