“Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, “Starring Georgia-ს“ იწყებს

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – „Starring Georgia“ – იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

„Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

„FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

„Damian Lazarus“ / 10 აგვისტო / „The Social Space“

„The Killers“ / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“

„All Day I Dream“ / 18 აგვისტო / „The Social Space“

„Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე – BSA.ge – დაიწყება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს