სენაკში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცა

  • სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცა.

ბენეფიციარებს ეტლები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად გადასცა.

“ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე პირებზე ზრუნვაა. სენაკის მუნიციპალიტეტი აქტიურად გააგრძელებს მსგავს აქტივობებს, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ეტლებით შშმ პირთა უზრუნველყოფა საერთაშორისო ასოციაციის – ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.