სენაკს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლ გელა გოგიას სამხედრო პატივით კრძალავენ

ამ წუთებში, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლს, გელა გოგიას სენაკში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით კრძალავენ. ინფორმაციისთვის: გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცესკოს, სენაკის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს. ეთიკის კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა დღეს მოაწერეს. დოკუმენტზე ხელისმოწერით კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს,  საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ობიექტურები....

8 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 8 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 162-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კმ-ზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს ხიდზე ლოთონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 8 სექტემბერს 00:00 სთ-დან 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ...

უკრინაში დაღუპული მებრძოლის ცხედარი სენაკში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული გელა გოგიას ცხედარი სენაკში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. მანამდე ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა. მას სამხედრო პატივით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ოცნებამ” კანდიდატი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი - ზაზა ყურაშვილი წარადგინა. "გვსურს წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი...

სენაკის მერი წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტ გოგონას, ანანო კინწურაშვილს და მწვრთნელს, უჩა ჯღარკავას შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკელმა სპორტსმენმა, თურქეთში, ქალაქ საკარაიაში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. უწყების ცნობით, სპორტსმენი, ტურნირში გამგზავრების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდა. სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეს, ანანო...

სენაკში “ოფთალმიჯი” უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს

თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. 15 სექტემბერს "ოფთალმიჯი" სენაკში ჩაატარებს უფასო გამოკვლევებს. მისამართი: რუსთაველის 108, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

საია მთავრობის წინააღმდეგ იწყებს დავას სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით

საია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით დავას იწყებს. საიაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გეგმავენ მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 12 აგვისტოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი თვითმმართველი თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის...

სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი შუალედური არჩევნები უნდა გაუქმდეს და დაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები-ISFED

"სამართლიანი არჩევნები" ხელისუფლებას სენაკის მუნიციპალიტეტის მეოთხე საარჩევო ოლქში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმებასა და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რეკომენდაციით მიმართავს.  "2022 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები დანიშნა, რადგან მაისის ბოლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეულმა მაჟორიტარმა საკრებულო დატოვა. ცესკოს განკარგულებით, არჩევნები №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ...