რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.
პირველი ივლისიდან კომენდატის საათი გაუქმდება
საქართველოში პირველი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.
AFAD წარმოგიდგენთ: აგრო კლუბს ქვემო ნაგვაზავოს სკოლიდან
ქვემო ნაგვაზაოში სკოლის ეზოში აგრო კლუბი ფუნქციონირებს. ქვემო ნაგვაზაოელმა მოსწავლეებმა, რომლებიც ახლადშექმნილი აგრო კლუბის წევრები არიან, უკვე დარგეს ხეები. ნერგები, რომელიც სკოლის ეზოში, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილზე, გამოცდილი ახალგაზრდა მეხილე ექსტენციონისტის, გიორგი კოკაიას კონსულტაციითა და ხელმძღვანელობით, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გააშენეს. სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხეხილის თანამედროვე ჯიშებია გაშენებული. მოსწავლეები სპეციალისტების უშუალო კონსულტაციით...
ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის AFAD-ისგან
პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” ფარგლებში მიმდინარეობს მოკლევადიანი ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის, რომელსაც უძღვებიან სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციონსტი-ტრენერები. ტრენინგების მიზანია, ფერმერთა საჭიროებაზე მორგებული სასოფლო-სამეურნეო, ან მასთან მკვეთ საკითხებზე ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება ფერმერთა საწარმოო და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის. უკვე ჩატარდა მოკლევადიანი ტრენინგები თემებზე: “აგრო-ტურიზმი”, “სასოფლო-სამეურნეო...
სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული...
AFAD: შერეული ფერმერული მეურნეობა- კონსტანტინე ზარქუა
შერეული ფერმერული მეურნეობა ფერმერ კონსტანტინე ზარქუას წალენჯიხაში აქვს. ის ინოვაციურ მიდგომებს იყენებს და გამოცდილებას თქვენც გაგიზიარებთ. https://www.youtube.com/embed/DPZA_onzT-8 პროექტს ახორციელებს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ (დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC). თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development
სენაკში მამაკაცი დაჭრეს
სენაკის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, Გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით.
AFAD: მარწყვის მოვლა-მოყვანა და რეალიზაცია ნანა ფიფიასგან
ნანა ფიფია -ექსტენციონისტი ფერმერი გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას მარწყვის ჯიშებთან, მოვლა-მოყვანასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით. https://www.youtube.com/embed/l4heixInQU4 პროექტს ახორციელებს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ (დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC). თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development
AFAD: ფუტკრის დაავადებები და მასთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდები ედუარდ მელიასგან
ედუარდ მელია პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” გადამზადებული მეფუტკრე ექსტენციონისტია, რომელიც გვესაუბრება თემაზე: “ფუტკრის დაავადებები და მასთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდები”. https://www.youtube.com/embed/dU2SKXLDPmo პროექტს ახორციელებს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ (დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC). თემის სპონსორი: AFAD Association For...









