სენაკის მერი “ეტალონის” გამარჯვებულს შეხვდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის წარმატებულ მოსწავლეს, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის“ გამარჯვებულს, ,,სენაკის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მფლობელს, ზურაბ წირქვაძეს შეხვდა.

სენაკის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, LIVE რეჟიმში, დისტანციური ფორმატით, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2021“ ჩატარდა.

წლების შემდეგ, სენაკის სინამდვილეში პირველად, „ეტალონის” 2021 წლის პირველი პერიოდის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ წირქვაძე გახდა. მან, 6 წუთსა და 35 წამში, 61 ქულა მოიპოვა.

ზურა მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა. ის სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის გიტარისტთა განყოფილების წარჩინებული მოსწავლეა. მიმდინარე წელს მას სენაკის მეშვიდე მუსიკალური ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ,,სენაკის ეტალონ მოსწავლეს“ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, ერთჯერადი ფულადი ჯილდო -1000 ლარი გადასცა და წარმატებები უსურვა.

ზურაბ წირქვაძეს ასევე გადაეცა დიპლომი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1000 ლარიანი ვაუჩერი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის გადაწყვეტილებით, 500 ლარიანი ჯილდო.