11 აპრილს, სენაკში, გუბერნატორი მოქალაქეებთან მიღებას გამართავს

11 აპრილს, 12:00 საათიდან, სენაკში, მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება.

სენაკში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. ინფორმაციისთვის: 9 აპრილის...

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი...

ფიზიკურ პირებს 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას ჩამოაწერენ

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

სენაკის მერიაში ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე განაცხადის მიღება დაიწყო

5 აპრილიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე განაცხადის მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიმუშავონ 14 წლიდან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/ დროებით მცხოვრები ) ორიენტირებული პროექტები.

თეფანიას ქუჩაზე, ბეტონის საფარი იგება

სენაკში, თეფანიას ქუჩაზე, ბეტონის საფარი იგება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 45 963 ლარს შეადგენს.

მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...

აკაკი ხორავას დრამატულ თეატრს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრი სტუმრობდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრი, სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სტუმრობდა. პატარა მსახიობები მაყურებლის წინაშე ორი სპექტაკლით: „სისატურა“ და „გემი მალე მიადგება ნაპირს“ წარსდგნენ.

მომსახურების სააგენტომ ტრანზიტული ნომრების გაცემის ახალი წესი დანერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. “ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ...

სენაკში მინი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები, გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, ღირებულებით - 497 777 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება. დასრულების ეტაპზეა ხელოვნურსაფარიანი მოედნის, გარე განათების სისტემისა და შემოღობვის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...