კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.
სენაკის მერი “სინოფარმით” აიცრა
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 მაისს, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინურ გაერთიანებაში ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდებათ მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს. ,,მინდა ყველას მოვუწოდო რომ, გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ინფიცირების საფრთხე გარშემომყოფებსაც არ შევუქმნათ. ვაქცინაცია...
სენაკში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 83 წლის ქალი და 84 წლის მამაკაცია. ორივე სენაკის მცხოვრები იყო. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 622 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 710, პისიარტესტით – 9 952.
სენაკში სახლი დაიწვა
სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.
კორონავირუსით სენაკის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გარდაიცვალა
კორონავირუსით გარდაიცვალა სენაკის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი, რომელიც მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადიოდა. ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 547 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალა 18 პაციენტი.
სენაკში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. სენაკში ვაქცინაციის პროცესი მიმდიარეობს სენაკის ამბულატორიულ/პოლიკლინიკური გაერთიანებაში (მის: რუსთაველის №114). ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და...
სენაკში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სენაკის მცხოვრები 88 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 024 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 185, პისიარტესტით...
15 მაისის ჩათვლით სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე სამუშაოების წარმოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ76+126 - კმ76+500 გამავალ მონაკვეთზე წყლის აცილების მიზნით საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე. აღნიშნული სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 14 აპრილი თუმცა, პროექტში ცვლილებების გამო, მოხდა...
სენაკში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში კორონავირუსით 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 878, პისიარტესტით – 17 609.










