სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

  • სენაკში, სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სრულად რეაბილიტირდა და კეთილმოეწყო სამშობიარო სახლის შენობა, სამედიცინო პერსონალს შეექმნა ღირსეული სამუშაო გარემო.

უწყების ცნობით, იგეგმება დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურით აღჭურვა.

სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატი, გიორგი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.