სენაკის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სენაკის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თითოეულ მასწავლებელს, პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს, გული ქობალავას, მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნატო ქუთელიას, მე-7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მირანდა ცქიტიშვილს, მენჯის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს, მადონა კოღოშვილს, ძველი სენაკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მანანა გაგუას.

პედაგოგებს სიტყვით მიმართეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ.

ღონისძიების – ,,განათლების ელჩები” ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.