- 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება.
ლიტერატურულ საღამოზე სენაკელ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს მწერლებს, გაეცნოს მათ შემოქმედებას და უშუალოდ ჩაერთოს ლიტერატურულ დიალოგში.
მკითხველის წინაშე წარდგებიან:
- ელა გოჩიაშვილი
- ნატალია ვარადაშვილი (ნატა ვარადა)
- ეთერ (ეთო) მონასელიძე
- ირაკლი ჯაფარიძე
ღონისძიება მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

