სენაკში გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს

  • 2 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ედიკა ბერაიამ, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ხსოვნას და ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ეროვნულ გმირს, დღეს, 78 წელი შეუსრულდებოდა.