- სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიასა და ნოდარ კანკიას ხსოვნას და გმირების ბიუსტები ყვავილებით შეამკეს.
სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.