- სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს. გამოვლენილი დარღვევების გამო გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი ღონისძიებები.
ინსპექტირებისას შემოწმდა რამდენიმე ბიზნესოპერატორი:
- შპს „ცენტრალური ბაზარი“ (რუსთაველის ქ. N180) — დაფიქსირდა ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები.
- ი/მ „დ. ნ.“-ის სასადილო (ჯორჯაძის ქ. N6) — ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, დარღვეული იყო ეტიკეტირების წესი და გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა.
- ფიზიკური პირი „თ. ა.“ (სენაკის ქ. N15) — რძესა და რძის პროდუქტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ. შეუსაბამობების აღმოფხვრამდე მათ საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, ხოლო მომხმარებლებს დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01.

