აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის “ჯადოსნური დღეები“ გაიმართა

  • სენაკში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, გასართობი ღონისძიება – “ჯადოსნური დღეები“ გაიმართა.

ღონისძიება გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

პროექტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 8 ქალაქში ხორციელდება და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.