მერიამ ახალგაზრდული საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრობა შეუძლიათ 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ითანამშრომლონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და განახორციელონ სათემო ინიციატივები, გაიუმჯობესონ პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევები, კომპეტენცია, გახდნენ საგანმანათლებლო პროგრამების თუ სასწავლო ვიზიტების მონაწილეები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/rKmgP

აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 23 მაისი, 18:00 საათი.