- დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, მზრუნველობა მოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ. მათ დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასაჩუქრე ნობათები კვების ცენტრის 237 ბენეფიციარსა და მათ ოჯახებს გადაეცა. ნობათი 10 სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და საერთო ღირებულება 10 500 ლარს შეადგენს.

