მერია – დაფინანსება გაიზარდა პრიორიტეტულ მიმართულებებში

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდა. მიმდინარე წელს, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებების დაფინანსება 41.4%-ით გაიზარდა.

განათლების მიმართულებით, მუნიციპალურ აიპთან ერთად, შემდეგი 3 პროგრამა განხორციელდება:

  • სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა
  • ღონისძიებები – განათლების მიმართულებით
  • სტუდენტების დაფინანსების პროგრამა.

2026 წელს, კულტურის სექტორი, მუნიციპალურ აიპებთან ერთად, 3 პროგრამას განახორციელებს:

  • ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა
  • კულტურული ღონისძიებები
  • მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.

სპორტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით, შესაბამის მუნიციპალურ აიპებთან ერთად, შემდეგი 3 პროგრამა განხორციელდება:

  • სპორტის ხელშეწყობის პროგრამა
  • ფეხბურთის ხელშეწყობის პროგრამა
  • სპორტული ღონისძიებები.

ახალგაზრდული მიმართულებით კი – 1 მუნიციპალური პროგრამა:

  • ახალგაზრდული ღონისძიებები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებების მხარდაჭერას.

აღნიშნული სფეროების განვითარება ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლებასა და თვითრეალიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კულტურული ცხოვრების გააქტიურებას და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს